პელეგრინი: “არამხოლოდ შედეგით, არამედ თამაშითაც კმაყოფილი ვარ”

თარიღი: აპრილი 13, 2016

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტიმ” “პარი სენ-ჟერმენის” ბარიერის დაძლევა შეძლო. ინგლისელებმა შინ ანგარიშით 1:0, საერთო ჯამში კი 3:2 იმარჯვეს და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ კმაყოფილია არამხოლოდ შედეგით, არამედ თამაშის ხარისხითაც.

“ძალზედ კმაყოფილი ვარ არამხოლოდ იმით, რომ გავიმარჯვეთ, არამედ იმითაც, რომ შეხვედრა ჩვენთვის სასურველ სტილში მოვიგეთ. უგოლო ფრე არ გვინდოდა. ჩვენ თავიდანვე დავანახეთ მაყურებელს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხება გვსურდა.

კევინ დე ბრეინე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გატანილ გოლს მანამდეც ვიმსახურებდით. მატჩის მიმდინარეობას შეხვედრის დასაწყისიდან დასასრულამდე ჩვენ ვაკონტროლებდით.

მე ჩემი გუნდის მჯერა. სერხიო აგუეროს გაფუჭებული მომენტი ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო, თუმცა ჩვენ დიდი გუნდის ხასიათი ვაჩვენეთ.

ვერასდროს ვიგებდი, რატომ გვაკრიტიკებდნენ. პირველ სეზონში “ბაიერნი” დავამარცხეთ, თუმცა შემდეგ მერვედფინალში “ბარსელონასთან” დავმარცხდით. მეორე სეზონში კარგად არ გვითამაშია, თუმცა “ბაიერნის” დამარცხება ამჯერადაც შევძელით, შემდეგ “რომასაც” მოვუგეთ, მაგრამ “ბარსასთან” კვლავ დავმარცხდით. ამ სეზონში ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და “პარი სენ-ჟერმენის” ბარიერი დავძლიეთ.

ჩემთვის გაუგებარია ჩვენი მისამართით წამოსული კრიტიკა. შესაძლოა, კრიტიკოსებს არ ესმით, რომ “ბარსელონას” უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს.

ვენსან კომპანი მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როდესაც იგი თამაშობს, დაცვაში უკეთ გამოვიყურებით. დიდებული გუნდი გვყავს”, – განაცხადა პელეგრინიმ BT Sport-ის ეთერში.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დიოგო ჯოტას წარმოუდგენელი მომენტი “ვულვზთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო JOTA WITH THE MISS OF THE SEASON #WOLLIV pic.twitter.com/WALX3AwXHJ — ‏ً (@Asensii20) December […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “რონალდუმ დამირეკა და მითხრა, რომ მას პატივი უნდა ვცე”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანამ გასულ წლებში მომხდარი ამბავი გაიხსენა, რომელიც კრიშტიანო რონალდუს ეხება. მაშინ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უსმან დემბელეს ტრანსფერით კიდევ ერთი ინგლისური გრანდი ინტერესდება

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, უსმან დემბელემ, ლონდონის “ტოტენჰემის” ყურადღება მიიპყრო. Mundo Deportivo-ს მიერ მოპოვებული უახლეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “ბერნარდუ სილვა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას ბერნარდუ სილვას შეაქო. პორტუგალიელი ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რანგნიკი 10 მილიონს მიიღებს, თუ ჰოლანდს ტრანსფერზე დაიყოლიებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ორი მთავარი ცენტრალური თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ (36) და ედინსონ კავანი (24), უკვე ასაკში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მორიგი რეკორდი: რონალდუმ კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მე-14 ტურში საკუთარ კედლებში ლონდონის “არსენალი” მიიღო. მანჩესტერულ-ლონდონური შეხვედრა ძა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეირ-ფლეის წესები? – როგორი გოლი გაუტანა “არსენალმა” “მანჩესტერ იუ

იმილ სმიტ-როუს გოლი “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში იხილეთ ვიდეო Emile Smith-Rowe’s goal#MUNARS | #AFC | #PL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰის პასუხი, როცა მას შეკითხვა ოქროს ბურთის შესახებ დაუსვეს (ვიდეო)

1 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” მერსესაიდულ დერბიში “ევერტონი” სტუმრად, 4:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დუბლი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი ლაკაზეტისთვის ახალ კლუბს ეძებს

ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი, ალექსანდრე ლაკაზეტი, უახლოეს მომავალში ინგლისს დატოვებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლს” 14 ტურის შემდეგ მოგება არ აქვს, წარსულში ყველა ასეთი გუნდი გავარდა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩში “ნიუკასლ იუნაიტედმა” საკუთარ კედლებში “ნორვიჩის” დამარცხება ვერ შეძლო. აღსანიშნავია,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კროოსი: ‘მესის ოქროს ბურთი არ დაუმსახურებია’

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების შესახებ კომენტარი გააკეთა. გერმანელმა ფეხბურთელმა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ლევანდოვსკის “ოქროს ბურთს” არასდროს მისცემენ”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 2021 წლის “ოქროს ბურთის” შესახებ საკუთარი შეხედულება გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “მინდა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვუხელმძღვანელო”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანაკრებო დონეზე სურს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემი” ცხრა წლის წინ დაარსებულ კლუბთან დამარცხდა, რა თქვა კონტემ?

ევროპის კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ლონდონის “ტოტენჰემი” სლოვენიის ჩემპიონ “მურას” ეწვია სამი ქულის მოსაპოვებლად. თუცმა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედში” რანგნიკს ელიან, როგორია რალფის რეზიუმე?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები სასურველ მწვრთნელთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ და იძულებულნი არიან, რომ სარეზერვო გეგმის [&...
წაკითხვა