პელეგრინი: „დისკვალიფიკაციას არ ვიმსახურებდი“

თარიღი: მარტი 7, 2014

Fanebi.com-ის მკითხველს მოეხსენება, რომ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო უეფამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. „ქალაქელთა“ თავკაცმა მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ დამრიგებლის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან. „ქალაქელთა“ დამრიგებელი თვლის, რომ დისკვალიფიკაციას არ იმსახურებს.

„არა მგონია, ორმატჩიან ან სამმატჩიან დისკვალიფიკაციას ვიმსახურებდე. აღნიშნული მატჩიდან ორი დღის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ არასწორად მოვიქეცი. ამის მიუხედავად, მე კვლავ ვთვლი, რომ იმ ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა. დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა დარტყმამ თამაშის მიმდინარეობაზე იმოქმედა.

აღარ ვაპირებ ამ თემის განხილვას. ამის შემდეგ მოვიფიქრებ, როგორ ვიმოქმედო მომავალში“, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს itv.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ქალაქ მანჩესტერში”? ყველა პედოფილი, მოძალადე, გაუპატიურება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ვინგერი ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს მეგობარ გოგონაზე ძალადობის გამო. გარდა ამისა, ანტონის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ქალაქ მანჩესტერში”? ყველა პედოფილი, მოძალადე, გაუპატიურება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ვინგერი ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს მეგობარ გოგონაზე ძალადობის გამო. გარდა ამისა, ანტონის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” კვარას 10 მილიონ დოლარს სთავაზობს

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო ბათუმის “დინამოში” არ წამოვა

31 წლის ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო კარიერას საუდის არაბეთის “ალ დუჰაილში” გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ 20 მილიონს დაამატებენ – “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ყიდის?

პრაქტიკულად შეგუებულები ვიყავით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს “ნაპოლის” არ დატოვებდა და ზოგადად, მხოლოდ რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუდის არაბეთის 430 მილიარდ ფონდს კვარას დამატება სურს

საუდის არაბეთის გუნდები ყველა ვარსკვლავის ყიდვას ცდილობენ და რამდენიმე მათგანი (ბენზემა, კანტე, კულიბალი, ნევეში) უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” წლის ტრანსფერი განახორციელა!

მადრიდის “რეალმა” საბოლოოდ იპოვა კარიმ ბენზემას შემცვლელი და ეს “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისური პრესის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდი კვარაცხელიას 12 მილიონს სთავაზობს

ინგლისური პრესის ინფორმაციით, “ნიუკასლი” ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს და ამის შესახებ გუშინაც დავწერეთ. “ნიუკასლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია და ჟორჟ მიქაუტაძე პრემიერ ლიგაში ერთად?

ინგლისური მედიის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი “ნიუკასლ იუნაიტედი” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100-120 მილიონის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა