პელეგრინი: “რეალისა” და VAR-ის წინააღმდეგ ერთდროულად თამაში მეტისმეტია”

თარიღი: სექტემბერი 27, 2020

“ბეტისის” მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, მადრიდის “რეალთან” საშინაო კედლებში განცდილი მარცხის (2:3) შემდეგ პრესასთან ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

“რეალისა” და VAR-ის წინააღმდეგ ერთდროულად თამაში უკვე მეტისმეტია. პირველ ტაიმში “რეალზე” გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. ორი გოლი გავიტანეთ და სამი სახიფათო მომენტიც შევქმენით.

მეორე ტაიმში წითელმა ბარათმა და პენალტმა ყველაფერი არია. ათი კაცით თამაში ძალიან რთული იყო. “რეალთან” პენალტის მიღება და VAR-ის მიერ კაცის გაგდება ყველაფერს ართულებს, თუმცა ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ,” – აცხადებს პელეგრინი.

შეგახსენებთ, რომ რიკარდო ბენგოეჩეამ გუშინდელ მატჩში ემერსონ აპარესიდო გააძევა მოედნიდან, შემდეგ კი მარკ ბარტრას მიერ საჯარიმოში ხელით თამაში პენალტით შეაფასა.



მსგავსი სიახლეები