პელეგრინი “რეალში” დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა “ბარსას” ვარიანტს არ გამორიცხავს
მანუელ პელეგრინის თქმით, მას მადრიდის “რეალში” დაბრუნების სურვილი ნამდვილად არ აქვს, სადაც ჩილელი სპეციალისტი 2009-10 წლების სეზონის მანძილზე მუშაობდა.
“უკან დაბრუნებაზე არასდროს ვფიქრობ. ჩემი პირადი პერსპექტივიდან გამომდინარე, არასდროს ვცდილობ იმ კლუბში დავბრუნდე, სადაც მიმუშავია. მიყვარს ახალი თავგადასავლები, ამიტომაც წავედი ჩინეთში.
“რეალში” გატარებული დროით ყოველთვის ვიამაყებ. ძალიან რთული წელი გვქონდა, ჩემგან ძალიან ბევრს ელოდნენ. როდესაც კლუბი დავტოვე, ძალიან გამახარა გამოკითხვის მონაცემებმა, რომლის თანახმადაც გულშემატკივართა 75 პროცენტს სურდა, კლუბში დავრჩენილიყავი.
“რეალში” დაბრუნებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ისეთ კლუბში მუშაობაზე, როგორიც “ბარსელონაა”, უარს არავინ იტყვის. თუმცა, ახლა მთლიანად ჩინეთზე ვარ კონცენტრირებული.” – განაცხად “სიტის” ყოფილმა თავკაცმა.