პელეგრინი: “რონალდუ არაერთხელ გამიჩერებია”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ მას “სამეფო კლუბის” ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუსი არ ეშინია.
“რონალდუსი არ მეშინია. მე იგი არაერთხელ გამიჩერებია. მას ჯერ კიდევ “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდიდან ვიცნობ. მაშინ მე “ვილიარეალს” ვთავკაცობდი. ჩემპიონთა ლიგაზე ოთხჯერ შევხვდით ერთმანეთს და ოთხივე მატჩი უგოლოდ დასრულდა. ესე იგი, დაცვაში მის წინააღმდეგ სწორად ვმოქმედებდთ.
რონალდუ იმ პერიოდში ძალიან კარგად თამაშობდა. 24 წლის ასაკში “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა და “რეალში” გადავიდა. მან თავის სათამაშო მწვერვალს სწორედ მადრიდში მიაღწია”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და “რეალს” შორის 26 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.