პელეგრინის გერმანიაში გამგზავრების წინ პასპორტის წამოღება დაავიწყდა
მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩზე გერმანიაში გამგზავრების წინ „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს მანუელ პელეგრინის პასპორტი სახლში დარჩა. ამის გამო ჩილელს სახლში სწრაფად დაბრუნება და შემდგომ კვლავ აეროპორტში ჩასვლა მოუწია.
„ორი პასპორტი მაქვს და თავიდან შემთხვევით სხვა წამოვიღე“, – განაცხადა „ქალაქელთა“ დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ „ბორუსია“ – „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.