პელეგრინო ადასტურებს: “ვან დეიკმა, შესაძლოა, დაგვტოვოს”
“საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პელეგრინი აცნობიერებს იმის შესაძლებლობას, რომ გუნდი შესაძლოა ვირჯილ ვან დეიკმა დატოვოს. ამასთანავე, 26 წლის ვან დეიკი “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულისა” და “ჩელსის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
როდესაც პელეგრინოს ჰოლანდიელი ფეხბურთელის მომავალზე ჰკითხეს, მან განაცხადა: “სატრანსფერო ბაზარს მე ვერ გავაკონტროლებ. ფეხბურთელი მე არ მეკუთვნის, შესაბამისად, ვერ გადავწყვეტ, დატოვებს თუ არა ის კლუბს.
მე მხოლოდ ის შემიძლია, ჩემი მოსაზრება მქონდეს კონკურეტულ სიტუაციაზე და ის ტექნიკურ დირექტორთან განვიხილო, ან თუნდაც პრეზიდენტთან. ამის შემდეგ ხელმძღვანელები გადაწყვეტენ, რა არის საუკეთესო გუნდისთვის.
ვიმეორებ, რომ სატრანსფერო ბაზარს ვერ ვაკონტროლებ. მაქსიმალურად ვეცდები, ხელმძღვანელები დავარწმუნო, რომ არსებული ფეხბურთელები შევინარჩუნოთ.”