პელემ კრიშტიანო რონალდუს მიულოცა
კრიშტიანო რონალდუმ გუშინ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისურით საიუბილეო მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა. 35 წლის თავდამსხმელი პირველი ევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნაკრების მაისურით 100 გოლის გატანა მოახერხა.
კრიშტიანოს მორიგი დიდი მიღწევა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ მიულოცა. სოციალურ ქსელ Twitter-ში, მის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.
“ვფიქრობდი, რომ დღეს მე-100 გოლს მოგილოცავდი, მაგრამ სინამდვილეში უკვე 101 გოლი გაქვს გატანილი! გილოცავ, კრიშტიანო, შენ მოგზაურობაში ახალი სიმაღლეების დაპყრობას”, – აცხადებს პელე.
Eu pensava que iríamos comemorar 100 gols hoje. Mas foram 101! Parabéns @Cristiano, por cada passo adiante em sua jornada!
//
I thought we were going to celebrate 100 goals today. But it was actually 101! Congratulations @Cristiano, as you reach new heights in your journey. pic.twitter.com/8XWmxDX7yE
— Pelé (@Pele) September 8, 2020