პელემ სკოლარიზე გააკეთა კომენტარი
ლეგენდარულმა ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე თვლის, რომ ლუის ფელიპე სკოლარი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს.
“თუ სკოლარი ჯანმრთელადაა და მუშაობის გაგრძელება შეუძლია, ის აუცილებლად უნდა დარჩეს ნაკრების სათავეში და გუნდს 2018 წლის მუნდიალზეც უხელმძღვანელოს.
ბოლო თამაშებში მომხდარ ფაქტებს ალბათ ვერავინ ახსნის. ეს კატასტროფაა, თუმცა მწვრთნელის გამოცვლა საჭირო არ არის” – განაცხადა პელემ ბრაზილიურ პრესასთან საუბრისას.