პელეს ყოფილი კლუბის ფეხბურთელი „დილაში” ითამაშებს

თარიღი: აგვისტო 10, 2017

26 წლის განის მოქალაქე კალიფ ალჰასანი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. შემტევი ფეხბურთელი ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის კლუბ „ნიუ იორკ კოსმოსიდან“ გადმოვიდა, რომლის საპატიო პრეზიდენტი ფეხბურთის ლეგენდა ბრაზილიელი პელეა.

1970-80-იან წლებში „ნიუ იორკ კოსმოსი“ განთქმული იყო ხმაურიანი ტრანსფერებით, კლუბში არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი თამაშობდა: პელე, კარლოს ალბერტო, ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან ნეესკენსი, ვლადისლავ ჟმუდა. ხოლო ბოლო პერიოდში „ნიუ იორკ კოსმოსის“ რიგებში ასპარეზობდნენ მარკოს სენა და ლეგენდარული რაული, რომელმაც კარიერა აღნიშნულ კლუბში დაასრულა.

პროფესიული საფეხბურთო კარიერა კალიფ ალჰასანმა მშობლიურ „ლიბერთი პროფესიონალში“ დაიწყო 2007 წელს. 2010 წლიდან მან არაერთი სეზონი გაატარა ამერიკის საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში (MLS) სადაც კლუბების: „პორტლანდ ტიმბერზის“, „მინესოტა იუნაიტედის“ და „ტამპა ბეი რაუდის“ ღირსებას იცავდა. „ნიუ იორკ კოსმოსში“ ალჰასანი 2017 წლის დასაწყისში გადავიდა.

კალიფ ალჰასანი – დაიბადა აკრაში, განა. 1990 წლის 15 ოქტომბერს. სიმაღლე 178 სმ. პოზიცია – შემტევი ნახევარმცველი, ფორვარდი. განის U17 და U20 წლამდელთა ნაკრების წევრი. კალიფ ალჰასანის მამა, ჯორჯ ალჰასანი განის ეროვნული ნაკრების წევრი იყო და ორჯერ აქვს მოგებული აფრიკის ეროვნებათა თასი.
კალიფ ალჰასანი გუნდს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ წარუდგინა.

„დილას“ ახალწვეულმა მცირე კომენტარი გააკეთა: „მოხარული ვარ აქ, რომ ვარ. პირველად ვარ საქართველოში. ვეცდები გამოვადგე გუნდს და ერთად მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც გუნდს აქვს დასახული“

ს.კ. „დილა გორი“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დანი ალვეშმა “სან პაულუში” დებიუტი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

18 აგვისტოს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო. ამ მატჩში “სან პაულუს” რიგებში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცრემლებამდე მისული მოურინიო: “ფეხბურთი მენატრება”

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, აღიარებს, რომ ფეხბურთში დაბრუნება სურს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 აგვისტო

იკარდი “ნაპოლის” უახლოვდება მაურო იკარდი ჯერ კიდევ “ინტერის” ფეხბურთელია, მაგრამ ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრუიჩი: “ფილიპე კოუტინიო ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”

“ბარსელონაში” ფილიპე კოუტინიოს 18-თვიან პატიმრობას ბოლო მიუნხენის “ბაიერნმა” მოუღო. ბრაზილიელი ვარსკვლავის ბავარიაში გადაბარგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობინ ვან პერსი “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის მიზ

ზუსტად შვიდი წლის წინ რობინ ვან პერსი ყველასათვის გასაკვირად ლონდონის “არსენალიდან” “მანცესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. დიდი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ეშლი კოულმა პროფესიული კარიერა დაასრულა. 38 წლის მოთამაშე სხვადასხვა წლებში ლონდონის “არსენალის”, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ფრანგმა ლიდერმა დატოვა

თბილისის “საბურთალო” ფრანგმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. გონსალვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა კლუბს. “მადლობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალას ულამაზესი გოლი ამხანაგურ შეხვედრაში (ვიდეო)

17 აგვისტოს, ტურინის “იუვენტუსმა” სერია C-ში მოასპარეზე “ტრიესტინასთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?

ეროვნული ლიგის 2 გამორჩეული გუნდი, თბილისის “დინამო” და თბილისის “საბურთალო” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ჯიღაურის დუბლით იმარჯვა, “რუსთავმ

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლამ აგუეროსთან შეკამათებაზე კომენტარი გააკეთა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ “ტოტენჰემთან” მატჩის მიმდინარეობისას აგუეროსთან შელაპარაკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 აგვისტო

მესუთ იოზილი MLS-ში? Daily Star-ის ცნობით, “არსენალის” ნახევარმცველის, მესუთ იოზილის წარმომადგენლები ვაშინგტონში ჩავიდნენ, სადაც “დი...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეჟა ვუ: “სიტის” “ტოტენჰემთან” გამარჯვების გოლი გაუუქმეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც “მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის “ტოტენჰემი...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუეროსა და გვარდიოლას შეკამათება “ტოტენჰემთან” მატჩში (ვიდეო)

17 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემს” შორის მიმდინარე მატჩის 66-ე წუთზე პეპ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” გასვლაზე “საუთჰემპტონი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვ

პრემიერ ლიგის მეორე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” გასვლაზე რალფ ჰაზენჰუტლის “საუთჰემპტონს” შეერკინა. შეხვედრა ძალიან დაძაბულ...
წაკითხვა