პეპ გვარდიოლა: “აგუერო შეუცვლელია, ნამდვილი ლეგენდაა”
“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სერხიო აგუერო “ეტიჰადზე” გატარებული 10 წლის შემდეგ კლუბს ტოვებს. არგენტინელი ვარსკვლავის შესახებ პეპ გვარდიოლამაც ისაუბრა.
“სეზონის დასრულებამდე და მასთან გამომშვიდობამდე ჯერ კიდევ ორი თვეა დარჩენილი. დღეს დილით ვარჯიშზე ვნახე, თუ რაოდენ ბრწყინვალედ და მონდომებულად ვარჯიშობდა ის.
აგუერო შეუცვლელია. რიცხვების თვალსაზრისით მისი შეცვლა შესაძლებელია, თუმცა ეს წარმოუდგენლად რთული იქნება. ადვილი არაა 360 მატჩის ჩატარება და ამ პერიოდში 250 გოლის გატანასთან ერთად ტიტულების დაგროვება.
სერხიო ნამდვილი ლეგენდაა, საუკეთესო თავდამსხმელი კლუბის ისტორიაში. ის შეუცვლელია ჩვენ გულებში, ჩვენი ფანების, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში მუდამ ექნება თავისი ადგილი. ყველაფერთან ერთად სერხიო ფანტასტიკური პიროვნებაა,” – აცხადებს გვარდიოლა.