პეპ გვარდიოლა: “მაშინ მივხვდი, რომ მესისთან ერთად ყველაფერს მოვიგებდი…”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.
როგორც იცით, იქამდე, სანამ გვარდიოლა “ბარსელონას” პირველი გუნდის მწვრთნელი გახდებოდა, იგი “ბარსელონა B”-ში მუშაობდა, სადაც ცხადია, მესიც თამაშობდა.
“ჩემთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავდა. მითხრეს, რომ ის ძალიან პატარა იყო. მესის იქამდე არ ვიცნობდი და ერთ დღესაც სპორტულ მაღაზიაში შევხვდი, სადაც ის მამამისთან ერთად იყო. ლიონელი ძალიან პატარა და მორცხვი იყო… გავიფიქრე: “ეს არის ის კარგი ბიჭი, ვისზეც საუბრობენ?” ამის შემდეგ, ჩვენი სეზონი შოტლანდიაში ჩატარებული მატჩებით დაიწყო, 1:6 და 0:5 მოვიგეთ… მან სამი გოლი გაიტანა. მაშინ მივხვდი, რომ მესისთან ერთად ყველაფერს მოვიგებდი”, – უთხრა ესპანელმა მწვრთნელმა Catalunya Radio-ს.