პეპ გვარდიოლა ინგლისურ კალენდარზე: “ფეხბურთელებისთვის ეს ნამდვილი კატასტროფაა”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ინგლისური პრემიერ ლიგის რთულ კალენდარზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ესპანური და გერმანული ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ინგლისელები ფეხბურთს ახალი წლის პერიოდშიც თამაშობენ.
“ტექნიკური თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ფეხბურთელებისთვის მსგავსი დატვირთვით თამაში ნამდვილი კატასტროფაა,” – აცხადებს გვარდიოლა, რომელსაც გასულ მატჩში ორი ლიდერი დაემტვრა – კევინ დე ბრუინი და გაბრიელ ჟეზუსი.
“დასასვენებლად და ძალების აღსადგენად ზოგჯერ ოთხი დღე გვეძლევა, ზოგჯერ სამი, ზოგჯერ სულაც ორი. ყველა გუნდი ერთ მდგომარეობაშია.
თუმცა, ეს ინგლისის ტრადიციაა და უნდა შევეჩვიოთ. რაც არის, არის. ასეთ რაღაცებზე მხოლოდ ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. გჯერათ, რომ ჩემი სიტყვები ჩინოვნიკებს ამის შეცვლისკენ უბიძგებს? შანსიც არ არის,” – დაამატა ესპანელმა სპეციალისტმა.