პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე ჟოზე მოურინიოს რეკორდი გაიმეორა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” დორტმუნდის “ბორუსია” გასვლაზე ანგარიშით 1:2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კარიერაში მერვედ გაიყვანა, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ. რეკორდი ჟოზე მოურინიოს ეკუთვნის, რომელიც ამ დროისთვის ლონდონის “ტოტენჰემს” უდგას სათავეში.
გვარდიოლა მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად 2008/09 წლების სეზონში გავიდა, როდესაც “ბარსელონაში” მუშაობდა.
მიმდინარე სეზონში ფინალის საგზურის მოსაპოვებლად “ქალაქელებს” “პარი სენ-ჟერმენის” ბარიერის დაძლევა მოუწევთ.
8 – Manchester City boss Pep Guardiola has reached his eighth UEFA Champions League semi-final, now the joint-most in the history of the competition, alongside José Mourinho. Master. #UCL pic.twitter.com/BtUwe1YfYn
— OptaJoe (@OptaJoe) April 14, 2021