პეპ გვარდიოლამ ყველაზე ძლიერი მეტოქე დაასახელა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, თავისი გუნდის მთავარ მეტოქეზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ლივერპული” ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელსაც მწვრთნელის რანგში შეხვედრია.
“ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც წარსულში გავაკეთეთ, შეიძლება, მომავალშიც მოხდეს. ამჟამად ჩვენ მეტოქეს “ლივერპული” წარმოადგენს, ყველაზე ძლიერი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც მწვრთნელის რანგში მითამაშია.
ეს ზედაპირული სიტყვები არ გეგონოთ. ეს ვთქვი მაშინ, როდესაც “ლივერპული” წინ იყო და მაშინაც, როდესაც ჩვენ ვიყავით დაწინაურებულები. როდესაც ვიგებდით და როდესაც ვმარცხდებოდი.
“ლივერპულის” ფეხბურთელები აბსოლუტურად ყველაფერში კარგები არიან- პოზიციური თამაში, კონტრშეტევები, საჯარიმოები, შეტევა, დაცვა და მენტალიტეტი. “ენფილდი” კი გასაოცარი სტადიონია,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.