პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიო ისევ დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის გახსნითი და ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა. “ოცნებების თეატრმა” მანჩესტერულ დერბის უმასპინძლა. მატჩი ძალზედ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.
მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. მე-15 წუთზე კევინ დე ბრუინმა იჰეანაჩო პასი გამოიყენა და დე ხეას კარში პირველი გოლიც შეაგდო. ოციოდე წუთში კი თავი თავად იჰეანაჩომ გამოიჩინა – ბელგიელი დე ბრუინის დარტყმული ძელს მოხვდა, ბურთი კი იჰეანაჩოს მიუვიდა, მან კი თავისი საქმე გააკეთა – 0:2.
ტაიმის მიწურულს, კლაუდიო ბრავომ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიყენა და “წითელ ეშმაკებს” იმედიც დაუბრუნა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში, “წითლებმა” ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს.
ასე რომ, პეპ გვარდიოლას “სიტი” თავის წაუგებელ სერიას განაგრძობს – 12 ქულა 4 მატჩში.
“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო XI: დე ხეა; ვალენსია, ერიკ ბაილი, დეილი ბლინდი, ლუკ შოუ (მარსიალი 81′); ფელაინი, პოლ პოგბა; მხითარიანი (ანდერ ერერა 46′), უეინ რუნი, ჯესი ლინგარდი (მარკუს რეშფორდი 46′); ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
“მანჩესტერ სიტის” სასტარტო XI: კლაუდიო ბრავო; ჯონ სტოუნზი, ნიკლას ოტამენდი, ბაქარი სანია, კოლაროვი; ფერნანდინიო; დე ბრუინი (საბალეტა 90′), სილვა, სტერლინგი (ლეროი სანე 60′), ნოლიტო; იჰეანაჩო (ფერნანდო 53′).
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი 43′ – დე ბრუინი 15′, იჰეანაჩო 36′
გაფრთხილება: ერიკ ბაილი (45′), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (51′), მარუან ფელაინი (52′), უეინ რუნი (83′) – დავიდ სილვა (41′) ფერნანდინიო (90+6′)