პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ ამბავს მანჩესტერული კლუბი ავრცელებს.
“მანჩესტერ სიტის” ოჯახი მწუხარებას გამოთქვამს პეპ გვარდიოლას დედის, დოლორს სალა კარიოს გარდაცვალების გამო. ის 82 წლის იყო. კლუბის ყველა წევრი თანაუგრძნობს პეპს, მის ოჯახსა და ყველა მეგობარს ამ ყველაზე სამწუხარო მომენტში”, – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლა Covid-19-თან ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული. მან რამდენიმე კვირის წინ ესპანეთში, სპეციალურ ფონდში 1 მილიონი ევრო გადარიცხა.
The Manchester City family are devastated to report the death today of Pep’s mother Dolors Sala Carrió in Manresa, Barcelona after contracting Corona Virus. She was 82-years-old .
— Manchester City (@ManCity) April 6, 2020