პეპე ჩინურ გუნდს უახლოვდება
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, კლეპერ პეპე კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.
პორტუგალიელს გუნდთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულზე ეწურება. Marca იტყობინება, რომ იგი კლუბთან ახალი ხელშეკრულების დადებას აღარ აპირებს. პეპე ასაკშია და ზიდანიც ნაკლებად ენდობა მას.
პარალელურად, მისით ჩინური კლუბი, “ჰებეი ჩაინა ფორტუნა” ინტერესდება. ხელფასის სახით კი, პეპეს 15 მილიონი ევრო ექნება.
დიდი ალბათობით, კეპლერი სწორედ ნახსენებ ჩინურ კლუბში გადავა.