პეპე: “მხოლოდ ღმერთმა იცის…”
კლეპერ პეპეს “რეალთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ჯერ არაა გადაწყვეტილი, გაახანგრძლივებს თუ არა პორტუგალიელი ცენტრალური მცველი მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულებას.
ამასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა. მინდა, რომ ჩემი კარგი თამაშით გულშემატკივრები გავახარო. მუდამ ვცდილობ, ამ კლუბის ღირსება სათანადოდ დავიცვა. ეს ყველაფერი ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელებისგან მაქვს ნასწავლი, მაგალითად, როგორიცაა რაული.”
“მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იქნება მომავალში, რადგან კონტრაქტი 30 ივნისამდე მაქვს. ტრავმა მივიღე და, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ მალე დავბრუნდე და გუნდს დავეხმარო,” – განაცხადა პორტუგალიელმა.