პეპე „რეალს“ დატოვებს
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მცველების ძირითად წყვილად სერხიო რამოსსა და რაფაელ ვარანს მოიაზრებს.
აქედან გამომდინარე, პორტუგალიის ნაკრების მცველ პეპეს სათადარიგოთა სკამზე დარჩენა მოუწევს. „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი მოთამაშეს შემდეგი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, რაც მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის ალბათობას ზრდის, რის შესახებაც ესპანური სპორტული პორტალი Sport.es-ი წერს.
შეგახსენებთ, რომ პეპე „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2007 წლიდან იცავს. ყველა ტურნირზე „პორტუს“ ექს-მოთამაშემ 285 მატჩი ჩაატარა. მისმა მონაგარმა 12 გოლი და 17 პასი შეადგინა. „რეალის“ რიგებში ფეხბურთელმა ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, რომელთა შორის ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატია.