WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (326785) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (14,15,16,17,18,19,21,22,50) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პეპემ “ატლეტიკოსთან” მატჩში ნეკნები გაიტეხა

თარიღი: აპრილი 9, 2017

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 31-ე ტურში მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში (1:1) “სამეფო კლუბის” ცენტრალურმა მცველმა პეპემ ტრავმა მიიღო.

პორტუგალიელი ფეხბურთელი შეხვედრის მეორე ტაიმში თანაგუნდელ ტონი კროოსს შეეჯახა და სამედიცინო დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ მან მოედანზე დაბრუნება შეძლო, მაგრამ ცოტა ხანში შეცვალეს.

მატჩის შემდეგ პეპემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ექიმებმა გაარკვიეს, რომ პორტუგალიელს ორი ნეკნი გატეხილი აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს 34 წლის ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას, თუმცა იმის თქმა კი შეიძლება, რომ პეპეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გასამართი ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.



მსგავსი სიახლეები