პეპი: “როდესაც “რეალი” და “ბარსელონა” კარზე აკაკუნებენ, სხვები კანკალს იწყებენ”
ბოლო დროს პრესაში კვლავ განახლდა სპეკულაციები რაჰიმ სტერლინგის მადრიდის “რეალში” შესაძლო ტრანსფერზე. თავად ფეხბურთელის შემდეგ, ამ ყოველივეს “მანჩესტერ სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლაც გამოეხმაურა.
“ბარსელონა” და “რეალი” მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და ძლევამოსული კლუბები არიან. მათ ბრწყინვალე ისტორია აქვთ და დღესაც დიდ ფეხბურთს თამაშობენ. ეს სავსებით ნორმალურია და მესმის კიდეც.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც “რეალი” და “ბარსელონა” კარზე აკაკუნებენ, სხვა კლუბებმა კანკალი უნდა დაიწყონ, რადგანაც დიდ გასაჭირში იქნებიან.
თუმცა ამავდროულად, ვხედავ რამდენად უძღვნის თავის თავს რაჰიმი ჩვენ კლუბს. ის ყოველდღე ბოლომდე იხარჯება. რაჰიმი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
ნამდვილად არ ვიცი დაუკავშირდა თუ არა “რეალის” ან “ბარსელონას” წარმომადგენლობა მის აგენტს. მე მას სრულად ვენდობი,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.