პეპის “სიტის” პირველი ტრიუმფი – “ქალაქელებმა” თასის ფინალში “არსენალი” დაამარცხეს (ვიდეო)
“მანჩესტერ სიტი” 2017/18 წლების სეზონზე დიდ იმედებს ამყარებს და თავის საქმეს ჯერჯერობით ბრწყინვალედ ასრულებს. “ქალაქელებმა” უკვე მოიპოვეს პირველი ტიტული – ინგლისის ლიგის (Carabao Cup) თასის ფინალში “არსენალი” დაამარცხეს (0:3).
როგორც პეპის გუნდს შეეფერება, მატჩი “მანჩესტერ სიტის” დირიჟორობით მიმდინარეობდა, თუმცა არც ვენგერის ბიჭები აკლებდნენ მცდელობას.
ანგარიში შეხვედრის მე-18 წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა. 58-ე წუთზე კომპანიმ ორამდე გაზარდა “ქალაქელთა” უპირატესობა. “მეთოფეთა” განადგურებას კი დავიდ სილვამ დაუსვა წერტილი (65′).
“არსენალი”: ოსპინა; კოშელნი, მუსტაფი, ჩემბერსი (უელბეკი 66′); მონრეალი (კოლაშინაცი 26′), ჯაკა, რემზი (აივობი 73′), ბელერინი; უილშირი, იოზილი; პიერ-ემერიკ ობამეიანგი
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; უოკერი, კომპანი, ოტამენდი, დანილო; დე ბრუინი, ფერნანდინიო (ბერნარდო სილვა 52′), გიუნდოგანი; სილვა, აგუერო, სანე (გაბრიელ ჟეზუსი 77′)
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა