პერეირა სათამაშოდ მზადაა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ნახევარმცველი, ანდრეას პერეირა მზადაა ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს.
18 წლის ანდრეასი ბელგიის მოქალაქე გახლავთ, მაგრამ მან უარი განაცხადა ადნან იანუზაის კვალს გაჰყოლოდა და მშობლების სამშობლოში, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს ტურნირზე, რომელიც ჩინეთში გაიმართება. პერეირას მამა, მარკოს პერეირა პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და სათამაშოდ ბელგიაში, კერძოდ კი “მეჰელენში” გადავიდა, რის შემდეგაც გამოდიოდა “სენტ-ტრუიდენისა” და “ანტვერპენის” შემადგებლობაში.
გასულ თვეში პერეირა ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს და ახლა იგი ჩინეთში გუნდთან ერთად იმყოფება. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა თავის გამოსაჩენად, რასაც შესაძლოა ლუი ვან გაალის თვალთახედვის არეში მოხვედრა და ტურნეზე წაყვანა მოჰყვეს.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი: http://redarmy.ge/