პერესი: “ბარსელონას” ყველაფერი მივეცი, მათ კი ოცნება უმიზეზოდ წამართვეს”
კატალონიური “ბარსელონას” ახალგაზრდა გარემარბი კარლეს პერესი, რომელიც ამ დროისთვის არენდის წესით “რომას” ღირსებას იცავს, “ბარსელონაში” მომხდარზე ემოციურად საუბრობს. მის ინტერვიუს Mundo Deportivo ავრცელებს.
– ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა: პირველ გუნდში დაწინაურება, თამაში, გოლების გატანა, კონტრაქტის გახანგრძლივება და შემდეგ წასვლა.
– ძალიან რთულია ამაზე საუბარი. თვითონაც არ ვიცი, რა მოხდა. არანაირი განმარტება არ მოუციათ ჩემთვის, ყოველ შემთხევევაში რეალობასთან ახლოს მყოფი მიზეზი არ ყოფილა.
მწვრთნელმა მითხრა, რომ აღარ მენდობოდა, რადგანაც გუნდში ისედაც ბევრი შემტევი ფეხბურთელი იყო. ეს ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათი დღით ადრე მითხრას. “ბარსა” უკვე წარსულია, ახლა “რომაზე” ვარ კონცენტრირებული.
ვფიქრობ იმაზე, რაც კუკურელიამ მითხრა. “ბარსელონაში” ყოველთვის გამარჯვება უნდათ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აღარ ენდობიან.
არ მინად ამ თემას ჩავუღრმავდე. საბოლოო ჯამში, მე მადლობელი ვარ “ბარსელონასი” იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. ყველაფერი რაც ახლა ვიცი მათი დამსახურებაა და დღეს ისეთ დიდებულ კლუბში თამაშის უფლება მაქვს, როგორიც “რომაა”.
– ეს ძალიან უსიამოვნოა.
– ძალიან. მე “ბარსელონაში” თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. მე ამ კლუბს ყველაფერი მივეცი, მათ კი ოცნება უმიზეზოდ წამართვეს.