პერესი: “ბენზემასა და მბაპეს დუეტი? სავსებით შესაძლებელია”
ფლორენტინო პერესმა აღიარა, რომ არის შანსი, “მონაკოს” 18 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ “რეალში” ითამაშოს.
“ბენზემასა და მბაპეს დუეტი? ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ მინდა.
კარიმი ზიდანისა და რონალდოს ნარევია. ის მსოფლიოს საუკეთესო 9 ნომერია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება. მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას კარიერის დარჩენილ ნაწილს სწორედ აქ გავატარებინებდი.
მე ძალიან ბედნიერი ვარ ისეთი ფეხბურთელის ყოლით, როგორიც ბენზემაა და მისი სანიმუშო ყოფაქცევით,” – აცხადებს “რეალის” პრეზიდენტი.