პერესი: “დი სტეფანოსთან ერთად, კრიშტიანუ კლუბის ისტორიაში საუკეთესოა”
მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეორედ, საერთო ჯამში, მეხუთედ მოიგო ოქროს ბურთი.
დაჯილდოვების შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ესაუბრა.
“კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მან თავისი დადებითი თვისებები, ღირებულებები “რეალში” წარმოაჩინა. ხოლო, კლუბის ისტორიაში, დი სტეფანსოთან ერთად, ის ნომერ პირველია. პორტუგალიელი კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა. იმედი მაქვს, რონალდუ დიდ ხანს დარჩება გუნდში.”
“რეალი” არის კლუბი, რომელსაც მთელი სამყარო იცნობს. ჩვენ ნელ-ნელა ვვითარდებოდით იმ ვალდებულების გრძნობით, რომ ტიტულები და პრიზები უნდა მოგვეგო. ახლა ჩემპიონთა ლიგის ბევრი ტიტული გვაქვს. ფეხბურთელებმა კი, საკმაო რაოდენობის ოქროს ბურთის მოპოვება შეძლეს. გავაგრძელებთ ზრდასა და ისტორიის წერას!” – აცხადებს რონალდუ.