პერესი: “ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონს ვიხდით, მაგრამ მას არ ყიდიან”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, “პარი სენ-ჟერმენის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ნიუკასლის” მსგავსი კლუბებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკა გააკრიტიკა.
“მაქსიმალურად ვცდილობთ ხელშეკრულების პირობების შესრულებას, გვინდა, რომ გუნდში კარგი და საუკეთესო ფეხბურთელები მოვიწვიოთ. თუმცა მათთვის ხელფასის გადახდაა საჭირო.
ახლა ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონს ვიხდით, მაგრამ მას არ ყიდიან. ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი კონტრაქტის ვადის ამოწურვაა. სიგიჟეა ყოველივე ის, რასაც ხელისუფლებისგან დაფინანსებული კლუბები აკეთებენ. მათ უბრალოდ არ სურთ ფეხბურთელების გაყიდვა.
მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგან მთავარი კლუბის მართვაა – ეს ფულზე მნიშვნელოვანია. მოვა ისეთი დრო, როდესაც ევროპის საუკეთესო 30 კლუბი ხელისუფლების მმართველობის ქვეშ იქნება. ეს ჩვენ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ამას კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან ვებრძვი და ბრძოლას გავაგრძელებ,” – აცხადებს ფლორენტინო პერესი Marca-სთან საუბრისას.