პერესი: “თუ პოგბას გადაბირება შესაძლებელი იქნება, იქნებ ვცადოთ კიდეც”
მადრიდის “რეალი” დაინტერესებული იქნება პოლ პოგბას გადაბირების შესაძლებლობით, თუ კი ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გრანდის დატოვებას გადაწყვეტს. ამ განცხადებას მადრიდული კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აკეთებ.
“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ გუნდში 6 დიდებული ნახევარმცველი გვყავს, ამიტომაც ამაზე საუბარს არ ვაპირებ.
მიუხედავად იმისა, რომ მე ის მომწონს, რთულია შეთანხმების მიღწევა, განსაკუთრებით თუ კონტრაქტში არ არის სპეციალური პუნქტები. თუ პოგბას შეძენის შესაძლებლობა გვექნება, შესაძლოა ვცადოთ კიდეც.
ძალიან რთულია ფეხბურთელის ყიდვა. ამაზე ზიდანს დაველაპარაკები. ჩვენი მიზანია მომავალ წელს გაცილებით უკეთესი გუნდის ყოლა. გადაწყვეტილებას ის მიიღებს.”