პერესი: ‘ვინც ფიქრობს, რომ სუპერლიგა დასრულებულია, ცდება’
მადრიდის “რეალისა” და ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ მათ ახალი იდეით ფეხბურთის გადარჩენა სცადა. მისი თქმით, კლუბებს ჯერ სუპერლიგა არ დაუტოვებიათ.
“ცოტათი გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ამ პროექტზე დაახლოებით სამი წელი ვმუშაობდით და ალბათ, უკეთესად უნდა აგვეხსნა მისი იდეა. ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მოძველებულია და საინტერესო ნაწილი მხოლოდ მეოთხედფინალიდან იწყება. ეს ფორმატი უკვე აღარ მუშაობს, ამიტომ ახალი იდეა გაგვიჩნდა – ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ სეზონის დასაწყისიდანვე უნდა ეთამაშათ.
იყო ერთი ინგლისური კლუბი, რომელიც სუპერლიგის მიმართ დიდ ინტერესესს არ იჩენდა, თუმცა ახლა ამ კლუბს არ დავასახელებს. ვფიქრობ, მათი მოსაზრება სხვებისთვის გადამდები იყო. ფიფამ დიდი სპექტაკლი დადგა. ისე გამოაჩინეს, თითქოს ატომური ბომბი შევქმენით. შეიძლება, ახალი ლიგის იდეა კარგად ვერ ავხსენით, მაგრამ მათაც არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ აგვეხსნა. ზოგიერთ ადამიანს ეს უბრალოდ არ სურდა. არასოდეს მინახავს ისეთი აგრესია, როგორიც უეფას პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყნის ფეხბურთის მმართველების მიმართ გამოავლინა. 20 წელია ფეხბურთში ვარ და ასეთი მოპყრობა ჯერ არ მქონდა ნანახი. თითქოს, ვიღაც მოვკალით. თითქოს, ფეხბურთს ვკლავდით. რეალურად, ჩვენ ფეხბურთის გადარჩენას ვცდილობდით.
ვინც ფიქრობს, რომ სუპერლიგა დასრულებულია, ცდება. კლუბებს ახალი ლიგა ჯერ არ დაუტოვებიათ. კონტრაქტის თანახმად, სუპერლიგას ასე ვერ დატოვებ”, – ციტირებს პერესის სიტყვებს “მარკა”.