პერესმა კეილორ ნავასს მოუბოდიშა
როგორც სანდო ესპანური გამოცემა AS-ი წერს, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტი პერესი მეკარე კეილორ ნავასს შეხვდა და მოუბოდიშა, რადგან მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი ჩაიშალა.
წყაროს ინფორმაციით, „ბლანკოსის“ პრეზიდენტი კოლუმბიის ნაკრების გოლკიპერი კლუბის ბაზაზე მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ ნავასი „წითელ ეშმაკებში“ დავიდ დე ხეას „რეალში“ ტრანსფერის შემდეგ უნდა გადასულიყო.