პერესს ჰარი კეინი 250 მილიონ ევროდ არ უღირს
საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ ფლორენტინო პერესი თავიდანვე სიმპატიებით იყო განწყობილი ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერის, ჰარი კეინის მიმართ. თუმცა, როგორც ირკვევა, “რეალის” პრეზიდენტი ჯერჯერობით გამოუვალ სიტუაციაში იმყოფება.
“რა თქმა უნდა, კეინის ყიდვის იდეაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ ამ მომენტში მოლაპარაკებების წარმოებას აზრი არ აქვს. “ტოტენჰემის” პრეზიდენტისთვის არც კი მიმიმართავს მის ტრანსფერზე, რადგანაც ვიცი, რომ 250 მილიონს მოითხოვს.
კეინი ბრწყინვალე ფეხბურთელია და რაც მთავარია, ახალგაზრდაც არის. წინ დიდი მომავალი ელის. თუმცა, ამ დროისთვის კარიმ ბენზემაც მაკმაყოფილებს,” – აცხადებს პერესი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კარიმ ბენზემას არყოფნის შემთხვევაში “რეალი” მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდის, ბორხა მაიორალის იმედზე რჩება.