პერუში ხუთი ფეხბურთელის ერთდროულად “დაშავების” შემდეგ არბიტრმა მატჩი შეწყვიტა
გასაოცარი და ამასთანავე, აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა პერუს თასის ეგიდით “ბოლივარსა” და “ლა ბოკანას” შორის გამართულ მატჩში.
ადგლობრივი პრესის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში “ბოლივარის” ერთბაშად ხუთმა (!) ფეხბურთელმა უწყინარ სიტუაციაში ერთდროულად მიიღო ტრავმა. ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ გუნდს მატჩის შეწყვეტა სურდათ, რომელსაც ანგარიშით 1:4 აგებდა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე “ბოლივარის” ხუთი მოთამაშე მოედანზე წამოწვა, აქაოდა, ტრავმა მივიღეთო, შედეგად კიდევ ერთ გოლ გაუშვეს. მთავარ არბიტრს ამ მომენტამდე “ბოლივარის” ორი ფეხბურთელი უკვე ჰყავდა მოედნიდან გაძევებული, კიდევ ხუთი მოთამაშის “დაზიანების” შედეგად გუნდი მინდორზე ოთხი კაცითღა რჩებოდა. ფეხბურთის წესების მიხედვით, ერთი გუნდიდან მოედანზე მინიმუმ შვიდი ფეხბურთელი უნდა იყოს. შესაბამისად, მსაჯი იძულებული გახდა, 15 წუთით ადრე შეხვედრა შეეწყვიტა. უკვე ცნობილია, რომ მატჩი არ განახლდება. შესაბამისი კომისია მომხდარ ფაქტზე იმსჯელებს და სავარაუდოდ, “ბოლივარს” მკაცრ სანქციასაც გამოუტანს. სხვათა შორის, ამ გუნდისთვის ასეთი სანქციელი პირველი არ არის: “ბაგუა გრანდესთან” ანგარიშით 0:6 აგებდნენ და “ბოლივარის” მოთამაშეებმა მაშინაც მატჩის მიტოვება გადაწყვიტეს.