პეტერ ბოში: “რეალთან” მატჩში ერთ ქულას ვუმიზნებთ, უკეთეს შემთხვევაში – სამს”
დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა მადრიდის “რეალთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელები მოედანზე მოსაგებად გავლენ.
“ყველაფერს გავაკეთებთ, ხვალინდელ მატჩში გამარჯვება ჩვენ რომ დაგვრჩეს. გვინდა, გულშემატკივარს კარგი თამაში შევთავაზოთ. ჩვენი მიზანი ერთი ქულის მოპოვებაა, უკეთეს შემთხვევაში კი სამის. ჩვენი თვითდაჯერებულობისთვის ეს უმნიშვნელოვანესია.
“რეალში” კრიზისია? არა. კარგად მახსოვს ბოლო მატჩი, რომელშიც დავმარცხდით, თუმცა საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. არ ვთვლი, რომ “რეალი” გასულ სეზონთან შედარებით უფრო ცუდი, ან კარგია.
მადრიდელთა გუნდის უძლიერესი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მათ წინააღმდეგ თამაში ყველასთვის რთულია,” – აცხადებს ბოში, რომლის გუნდსაც 5 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და მესამე ადგილისთვის იბრძვის.