პეტრ ჩეხმა კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

თარიღი: მაისი 11, 2020

ლონდონის “ჩელსისა” და “არსენალის” ყოფილ მეკარეს, პეტრ ჩეხს “ჩელსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კარიერის ყველაზე რთული მოწინააღმდეგის დასახელება სთხოვა. ჩეხმა კიპერმა უეინ რუნი გამოარჩია.

“უეინ რუნი… ყოველ ჯერზე, როცა “მანჩესტერ იუნაიტედს” ვეთამაშებოდით და მას ბურთი ჰქონდა, ძალიან ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, რადგან ის ძალიან ჭკვიანი გახლდათ და მისი პროგნოზირება ძალიან რთული იყო. რუნი ყოველთვის იბრძოდა, დარბოდა და ჭკვიანურად ურტყამდა. გოლის გატანა მოედნის ცენტრიდან შეეძლო. მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იყო”, – ციტირებს ჩეხის სიტყვებს Goal.Com.

მსგავსი სიახლეები