ფაბიო მანინო: “ბობკომ გუნდი თვითნებურად დატოვა, კასრაძეს 3-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზეს”

თარიღი: სექტემბერი 24, 2020

ქუთაისის “ტორპედოს” იტალიელმა პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ გუნდის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“ძვირფასო ტორპედოს გულშემატკივრებო, ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ვეცნობი ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს კლუბში არსებულ სიტუაციასთან არასწორია.

მიუხედავად მთელ მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისა, გასული თვის ჩათვლით კლუბის ყველა ფეხბურთელმა და თანამშრომელმა მიიღო ხელფასი. ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, ყველა კლუბის შემოსავალი შეიცვალა (მაგალითად, მატჩების ნაკლები რაოდენობა), დაწესდა სხვა შეზღუდვებიც, რამაც თითოეული კლუბის გეგმები შეცვალა. საქართველომ ბევრი რეისი გააუქმა და უცხოელებისთვის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება ევროპის ორი ქალაქიდან. ჩვენი პოტენციური სპონსორები კონტრაქტს ვერ აფორმებენ, ამიტომ წელს ტორპედო მხოლოდ ინვესტორის დაფინანსებით ცხოვრობს.
არსებული პირობებიდან გამომდინარე, ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებაზე შევთანხმდით. მხოლოდ ერთმა უცხოელმა ფეხბურთელმა განაცხადა უარი ანაზღაურების შემცირებაზე და მას სრულ ხელფასს ვურიცხავდით, თუმცა დღევანდელ დღემდე მას არც ხელფასზე უთქვამს უარი, არც უჩივლია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმით, რომ ტორპედოდან ფულს იღებდა.
ლაშა კასრაძემ მითხრა, რომ ტორპედოს დატოვება იმის გამო გადაწყვიტა, რომ რუმინეთიდან და კოსოვოდან კარგი შემოთავაზება აქვს. მითხრა, რომ მას იქ სამჯერ მეტ ხელფასს დაჰპირდნენ. ხელი არ შევუშალე – ვესაუბრე ჩვენს მწვრთნელებს და მისი გაშვება ვთხოვე. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტა გადავწყვიტე, რადგან ტორპედოსთვის უკეთესი იქნებოდა მისი პოზიციის შევსება ანდრო გიორგაძით, რომელიც უფრო ახალგაზრდაა და მოტივირებულიცაა ტორპედოში ჩარიცხვით.
რაც შეეხება ივან ბობკოს, ჩვენ გვსურდა მისი შენარჩუნება და მის მოთხოვნას ხელფასთან დაკავშირებით დავეთანხმეთ, მაგრამ მან სამშობლოში გამგზავრება ისე გადაწყვიტა, ჩვენ არ შეგვითანხმდა. ამით მან კონტრაქტი დაარღვია და ტორპედოს ინტერესებს კომპეტენტურ ორგანოში დავიცავთ.
ასევე მინდა აგიხსნათ, რატომ არ ვიმყოფები საქართველოში. ეს გამოწვეულია იმით, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს მიმართულებით რეისები გაუქმებულია. კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციების გამო, კარანტინის გავლის გარეშე არ მაქვს უფლება სხვა ქვეყანაში გამგზავრების. არსებული წესების თანახმად, კარანტინში გამგზავრებამდეც უნდა ვიყო და შემდეგ – დაბრუნების დროსაც. ვიყიდე ბილეთები სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, მაგრამ ამ ქვეყნებშიც შეზღუდვებია და საქართველოსთან საზღვრები ჩაკეტილია. ვადასტურებ ჩემს ინტერესს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ადგილობრივი ხელისუფლება ელის ხელმოწერას ხელშეკრულებაზე.”
აღსანიშნავია, რომ მანინოს გუნდი ჯერ ოფიციალურად არ გადასცემია, მაგრამ ის ხელფასებს უკვე 6-თვეზე მეტია იხდის.
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა “რომას” გოლი მე-2 წუთზე გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Goal Zlatan Ibrahimovic. AC Milan 1:0 AS Roma #MilanRoma #ForzaMilan pic.twitter.com/BIHncRDPx1 — FTTV […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” მაურო იკარდის დამატებას შეეცდება

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. A Bola წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელით “მილანი” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძე: “მინდორს გაცილებით ადრე დავუბრუნდები”

“საბურთალოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გიორგი კოხრეიძემ, რომ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის სპორტის მინისტრი რონალდუს პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებს

იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა “იუვენტუსის” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურად კორონავირუსის პანდემიის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისკო ზიდანის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს

მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველი, ისკო, სასურველ ფორმაში შესვლას კვლავ ვერ ახერხებს. “მალაგას” ყოფილი ვარსკვლავი თვლის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მან. სიტიდან” გაშვებულმა ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი დამამწუხრებელ ინფორმაციას ავრცელებს აკადემიის აღზრდილი ჯერემი უისტენის გარდაცვალების შესახებ. ყოფი...
წაკითხვა
ფეხბურთი

უპამეკანო “ლივერპულის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, იურგენ კლოპმა დაიოტ უპამეკანო “ლივერპულის” მთავარ სატრანსფერო სამიზნედ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “ხვიჩას ტრანსფერით “სევილია” დაინტერესდა”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და “რუბინის” თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას, შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაგვანდო მისმა აგენტმა, თეი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიზარაზუ: “გრიზმანმა აღარ იცის, როგორ ითამაშოს ფეხბურთი”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი, ბიშენტე ლიზარაზუ, თანამემამულე ანტუან გრიზმანს “ბარსელონას” დატოვებას ურჩევს. როგორც იცით, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა

კატალონიური “ბარსელონასა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, რონალდინიო, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას თავად ექს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მეტყვით, რატომ ვლაპარაკობ ახლა?” – თემურ ქეცბაია ჟურნალისტს

თემურ ქეცბაიას შოუ გრძელდება. “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი, კვიპროსის ჩემპიონატში გამართული მატჩების შემდეგ პრესკონფერენციებს უცნაურად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი პენალტი დაინიშნა “ჩიხურა” – “სამტრედიას” მატჩის 86-ე

25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 14-ე ტურში “ჩიხურამ” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “სამტრედიას” უმასპინძლა. შეხვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია და ოქრიაშვილი მატჩის დასრულების შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ქართველების “ანორთოსისმა” “აპოელი” 2-0 დაამარცხა. ერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა. მატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” ვან დეიკის შემცვლელი შეარჩია

“ლივერპულს” მუხლის ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ვირჯილ ვან დეიკი […]...
წაკითხვა