ფაბიო მანინო ჩაჩავაზე: “წარსულზე საუბარი არც ღირს”
ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ გუნდში არსებულ სიტუაციაზე და ყოფილ მფლობელზე, ზაალ ჩაჩავაზე ისაუბრა.
“გუნდში ჩამოსვლას 7 თვე ვერ ვახერხებდი, თუმცა დაფინანსებაზე უარი არ განმიცხადებია. პანდემიამ არამარტო ქართული კლუბები, მთელ მსოფლიოში დააზარალა მდგომარეობა და ფეხბურთელებს ჯერ 50%-ს, შემდეგ 70%-ს, ამ თვიდან კი უკვე ხელფასის 100%-ს ვუხდით.”
“წარსულზე საუბარი არ მსურს და მხოლოდ წინ მინდა ვიყურო. მე უცხოელი, პატივს ვცემ ყველა ქართველს, მაგრამ წარსულზე საუბარი არც ღირს. შესაძლოა, “ტორპედომ” გასულ წლებში ბევრი ტიტული მოიგო, როცა მე აქ მოვედი, ბაზაზე წყალიცკი არ იყო”
“მე მაქვს კარგი პროექტები, თუმცა მათი განხორციელება მოკლე ვადაში ნაკლებად წარმოსადგენია. ძნელია ისაუბრო და დაგეგმო რა იქნება 1 წელიწადში, თუმცა მე უკვე მომდევნო სეზონზე ვფიქრობ”
“ბობკო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. მას არც ფედერაციაში და არც Fifa-ში არ უჩივლია, ჰქონდა ოჯახური პრობლემები და კლუბიდან დაუკითხავად წავიდა. ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ”
“ველოდები, როდის გადმომცემენ საბოლოოდ “ტორპედოს”, – განაცხადა იტალიელმა.
ფაბიო მანინოს განცხადებით, მან “ტორპედოში” უკვე 2 მილიონზე მეტი დახარჯა.