ფაბრეგასი “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ: “დიდი სირცხვილია”
ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა, რომელსაც “ბარსელონას” რიგებშიც აქვს ნათამაშები, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების პირველ მატჩზე ისაუბრა (“ჩელსი” 1-1 “ბარსელონა”).
“ნამდვილად დიდი სირცხვილია. ძალიან კარგად ვითამაშეთ, დაკისრებულ დავალებებს ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებდით. გუნდურად ვითამაშეთ და ბევრი საგოლე შანსიც შევქმენით – უილიანს ჰეთ-ტრიკი უნდა გაეფორმებინა – მაგრამ სახლში უკმაყოფილობის გრძნობით მივდივართ.
ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ და უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. ახლა კი არასახარბიელო სიტუაციაში ვიმყოფებით.თუ შემდეგ ეტაპზე გასვლის პრეტენზია გაგვაჩნია, კიდევ ერთი კარგი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ.
ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ისეთ გუნდთან თამაში, რომელსაც ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 70 აქვს. “ნოუ კამპზე” ჩვენი ერთადერთი გამოსავალი შეტევა იქნება, დაცვაში ჩაჯდომა თვითმკვლელობა იქნება. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ,” – აცხადებს ფაბრეგასი.