სესკ ფაბრეგასმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.
“მესმის, როგორი წნეხის ქვეშაა ახლა მოურინიო. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ჟოზე ნამდვილი ჩემპიონი და პროფესიონალია”, – თქვა “კრისტალ პალასთან” გამართული მატჩის შემდეგ ფაბრეგასმა.