ფაჩულია ლონდონური მატჩის ერთადერთო ორმაგი დუბლის ავტორია
ზაზა ფაჩულიას წარმატებები გრძელდება. ქარველი ფორვარდის „მილუოკიმ“ ნბა-ს მორიგ მატჩში იმარჯვა, რაშიც ფაჩულიას წილი კვლავ უდიდესია. ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ ეს ამბავი რეგულარული ჩემპიონატის არა რიგით მატჩში, არამედ ნბა-ს გრობალიზაციის პროექტის ეგიდით ლონდონში გამარულ შეხვედრაში მოხდა, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებიც ცენტრში გახლდათ მოქცეული.
ნბა-ს გლობალიაციის პროექის ფარგლებში საგამოფენო მატჩებან ერთად სეზონის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – ძირიადად ინგლისში, ჩინეთსა და იაპონიაში ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრები იმართება. „მილუოკი“ ლონდონში 5 დღით ადრე ჩავიდა, რათა ევროპის მეგაპოლისში „ნიუ იორკ ნიქსთან“ ეთამაშა.
მატჩი ლონდონის გრანდიოზულ O2 არენაზე გაიმართა და მას 16 689 მაყურებელი დაესწრო. „მილუოკი ბაქსმა“ მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და პირველი მეოთხედის 31:13 მოგებით გამარჯვებულის ვინაობა მატჩის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაარკვია. მიუხედავად იმისა, რომ „ნიქსს“ მოუბრუნდა მისი სული და გული კარმელო ენტონი, საათის მექანიზმივით აწყობილ „ბაქსს“ გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.
მიწურულს მილუოკელებმა ყურადღება მოადუნეს და ბოლო მეოთხედის 10 ქულით წაგების შემდეგ შეხვედრა მაინც დამაჯერებლად – 95:79მოიგეს. ბოლო 8 მატჩში ეს „ხარირმების“ მე-6 გამარჯვებაა, რისი წყალობითაც გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გამაგრდა. ამ წარმატებულ სვლაში გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართველ ცენტრს, რომელიც ლონდონური მატჩის საუკეთესო მეფარე გახდა.
ზაზამ სასტარტო ხუთეულში – მთლიანობაში 28 წუთი ითამაშა და შეხვედრის ერთადერთი ორმაგი დუბლიც მიითვალა. მის გარდა მატჩის მონაწილე არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია 6 მოხსნასზე მეტი, როცა ფაჩულიამ პირად ანგარიშზე 14 მოხსნა ჩაიწერა. ზაზა ყველა დანარჩენ მოთამაშეზე 1 თავით მაღლა იდგა და ფარის სრული ბატონ-პატრონი გახლდათ.
14 მოხსნასთან ერთად ზაზამ 11 ქულა და შესაბამისად ორმაგი დუბლი მიითვალა. ფაჩულია არ ჩამორჩა არც უკანახაზელებს და 5 შედეგიანი პასი გასცა, რაც ერთით ნაკლებია მატჩში მილუოკელთა საუკეთესო მეპასის, ბრენდონ ნაითის მონაგარზე. ზაზა შეტევაში აგრესიული და ნიუიორკელთა ფარზე ორიენტირებული იყო, რაც მას მიერ შესრულებულ 8 საჯარიმოში გამოიხატა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 საჯარიმო და 8-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
ფაჩულიასთან ერთად გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდეს ბრენდონ ნაითმა (20 ქულა, 6 პასი, 6 ჩაჭრა), ოჯეი მაიომ (22 ქულა), გიანის ანტეტოკოუმპომ (16 ქულა) და კრის მიდლტონმა (14 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი). ნიუიორკელთაგან 25 ქულა ჰქონდა ენტონის, ხოლო ხოსე კალდერონს 11 ქულა და 9 პასი.
„მილუოკის“ 21 მოგება და 19 მარცხი აქვს და უკვე დამაჯერებლად უსწრებს თვეების მანძილზე მის წინ მყოფ „კლივლენდ კავალერზს“. ფაჩულიას გუნდი ამერიკაში ბრუნდება და რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს შინაურ „ბრედლი სენთერში“, 19 იანვარს, „ტორონტო რეპტორსთან“ გამართავს.
GBF.GE