ფაჩულიამ “მილუოკის” საკრამენტოში დრამატული მატჩი მოაგებინა
ზაზა ფაჩულიას გუნდმა მორიგი დრამატული მატჩი მოიგო 1 ქულით, რაშიც ქართველის ცენტრის წილი უდიდესია. „მილუოკი“ დასავლური ტურნეს ფარგლებში საკრამენტოს ეწვია და „კინგსი“ 108:107 დაამარცხა. მატჩის ბოლო წამებზე, როცა ანგრიში 108:107 იყო, საკრამენტოელებმა გადამწყვეტი სროლა გუნდის ლიდერ დერარკუს ქაზენსს მიანდვეს, რომელსაც ფაჩულია მეურვეობდა და „კინგსის“ გიგანტი ისე შეავიწროვა, რომ გამარჯვების სროლა გააცუდებინა.
ის, რომ სროლა ააცილა, ქაზენსმა სწორედ ფაჩულიას დაცვით თამაშს დააბრალა. მან მატჩის შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სამწამიან ზონაში ვერ შევედი, პერიმეტრზე აწევა მომიწია, რაც ზაზას მხრიდან აქტიური თამაშის გამო მოხდა. ვერც მარცხნიდან შევუტიე, გზა ბრენდონ ნაითმა გადამიღობა და უკან დახევა მომიწია. იმ მომენტში საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ იღბალმა ზურგი მაქცია – ბურთი კალათში არ ჩაეშვა“.
ამის გარდა, ფაჩულიამ შეტევაშიც იყოჩაღა და “მილუოკის” გამარჯვების მომტანი ლიდერობა მოუპოვა. ყველაფერი ბოლო ქაზენსის სროლამდე მოხდა:
მატჩის დასრულებამდე 10 წამი იყო დარჩენილი, ანგარიში საყაიმო გახლდათ 107:107, “მილუოკის” გამთამაშებელმა ჯარედ დადლიმ 3-ქულიანი ისროლა, თუმცა კალათმა ბურთიარ მიიღო და ამ დროს, ფარქვეშ ზაზამ 3 მეტოქეს აჯობა, ბურთი მოხსნა და მოწინააღმდეგესსასროლი ჯარიმები გამოსტყუა. ცენტრმა 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და თავისი გუნდი წინაგაიყვანა.
ფაჩულია „საკრამენტოსთან“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 26 წუთი გაატარა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და მოგროვებულ 7 ქულას 5 მოხსნა და 2 პასი მიამატა. მილუოკელთაგან ბომბარდირი 20 ქულით ბრენდონ ნაითი გახდა, ხოლო ჯარედ დადლიმ და ოჯეი მაიომ 19-19 ქულა მიითვალეს.
14 მოგებითა და 13 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ დივიზიონის კლასიფიკაციაში მე-6 ადგილე მყარად არიან. დასავლური ტურნეს მორიგი მატჩი ფაჩუიას გუნდს ლოს ანჯელესში, დასავლეთ კონფერენციის მე-5-ადგილოსან „კლიპერსთან“ ელის.
gbf.ge