ფაჩულიამ “მილუოკის” საკრამენტოში დრამატული მატჩი მოაგებინა

თარიღი: დეკემბერი 19, 2014

ზაზა ფაჩულიას გუნდმა მორიგი დრამატული მატჩი მოიგო 1 ქულით, რაშიც ქართველის ცენტრის წილი უდიდესია. „მილუოკი“ დასავლური ტურნეს ფარგლებში საკრამენტოს ეწვია და „კინგსი“ 108:107 დაამარცხა. მატჩის ბოლო წამებზე, როცა ანგრიში 108:107 იყო, საკრამენტოელებმა გადამწყვეტი სროლა გუნდის ლიდერ დერარკუს ქაზენსს მიანდვეს, რომელსაც ფაჩულია მეურვეობდა და „კინგსის“ გიგანტი ისე შეავიწროვა, რომ გამარჯვების სროლა გააცუდებინა.

ის, რომ სროლა ააცილა, ქაზენსმა სწორედ ფაჩულიას დაცვით თამაშს დააბრალა. მან მატჩის შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სამწამიან ზონაში ვერ შევედი, პერიმეტრზე აწევა მომიწია, რაც ზაზას მხრიდან აქტიური თამაშის გამო მოხდა. ვერც მარცხნიდან შევუტიე, გზა ბრენდონ ნაითმა გადამიღობა და უკან დახევა მომიწია. იმ მომენტში საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ იღბალმა ზურგი მაქცია – ბურთი კალათში არ ჩაეშვა“.

ამის გარდა, ფაჩულიამ შეტევაშიც იყოჩაღა და “მილუოკის” გამარჯვების მომტანი ლიდერობა მოუპოვა. ყველაფერი ბოლო ქაზენსის სროლამდე მოხდა:

მატჩის დასრულებამდე 10 წამი იყო დარჩენილიანგარიში საყაიმო გახლდათ 107:107, “მილუოკის” გამთამაშებელმა ჯარედ დადლიმ 3-ქულიანი ისროლათუმცა კალათმა ბურთიარ მიიღო და ამ დროსფარქვეშ ზაზამ 3 მეტოქეს აჯობაბურთი მოხსნა და მოწინააღმდეგესსასროლი ჯარიმები გამოსტყუაცენტრმა 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და თავისი გუნდი წინაგაიყვანა.

ფაჩულია „საკრამენტოსთან“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 26 წუთი გაატარა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და მოგროვებულ 7 ქულას 5 მოხსნა და 2 პასი მიამატა. მილუოკელთაგან ბომბარდირი 20 ქულით ბრენდონ ნაითი გახდა, ხოლო ჯარედ დადლიმ და ოჯეი მაიომ 19-19 ქულა მიითვალეს.

14 მოგებითა და 13 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ დივიზიონის კლასიფიკაციაში მე-6 ადგილე მყარად არიან. დასავლური ტურნეს მორიგი მატჩი ფაჩუიას გუნდს ლოს ანჯელესში, დასავლეთ კონფერენციის მე-5-ადგილოსან „კლიპერსთან“ ელის.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“ფორბსმა” 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ათეულს ჩოგბურთის ლ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ქართველი კაცი საქართველოს სახელით რომ გამოდის, ძალიან საშიში კაცი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ unguarded_bball-თან იმ ფაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოეხმაურა ჯიმი ბატლერი გერმანიის ბუნდესლიგის განახლებას (ფოტო)

16 მაისს გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. ბუნდესლიგა ევროპის ტოპ 5 ლიგიდან პირველია, რომელმაც კორონავირუსის ეპოქაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანასტასია სიდორაკი – ულამაზესი კალათბურთელი უკრაინიდან (ფოტო)

ანასტასია სიდორაკი უკრაინელი კალათბურთელია, რომელიც “ფრანკოვსკას” რიგებში თამაშობს. იხილეთ მისი ფოტოები...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “რეალში” ტრანსფერს უახლოვდება

ესპანური გამოცემები ბოლო დროს აქტიურად იწერებიან “ბასკონიას” ქართველი ვარსკვლავის, თორნიკე შენგელიას, შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ქართველი...
წაკითხვა
კალათბურთი

ტონი პარკერი 2023 წელს ფრანგული საფეხბურთო გრანდის პრეზიდენტი გახდება

“სან-ანტონიო სპურსისა” და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ყოფილ გამთამაშებელ ტონი პარკერს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. როგორც […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვან დეიკი ლებრონ ჯეიმსის პოსტს გამოეხმაურა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სეზონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილი სპორტსმენები მძიმე ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ (ფოტო)

რონალდო (ფეხბურთელი) რაიან მეისონი (ფეხბურთელი) ლინდსი ვონი (სამთო მოთხილამურე) ანხელ კორეა (ფეხბურთელი) ხუანფრანი (ფეხბურთელი) ფელიპე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ფაჩულია ბითაძეს: “შენ ამას 100 წელი არ იტყვი, ამიტომ შენ მაგივრად მე ვიტყვი…&#

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში “ინდიანა პეისერსის” ცენტრ გოგა ბითაძესთან [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა