ფაჩულიას 12 ქულა და 8 მოხსნა “ვაშინგტონთან” ბრძოლაში წაგებულ მატჩში (ვიდეო)
„გოლდენ სტეიტი“ ვაშინგტონში „ვიზარდსთან“ 108:112 დამარცხდა. ეს გახლდათ ოკლენდელთა მე-10 წაგება მიმდინარე სეზონში, თუცა ზაზა ფაჩულიას გუნდს 50 მოგება გააჩნია და ნაციონლურ საკალათბურთო ასოციციას დამაჯერებლდ ლიდერობს.
„გოლდენ სტეიტში“ პირადსარეკორდო 16 ქულის მოგროვებიდან მესამე დღეს ფაჩულიამ კვლავ შედეგიანად ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ზაზა ორმაგ დუბლს დიდი ალბათობით მოაგროვებდა, მისთვის მწვრთნელს 18 წუთზე მეტი რომ რომ დაეთმო.
ფაჩულიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პირველსავე წუთზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ვაშინგტონელთა პოლონელმა ცენტრმა, მარცინ გორტატმა, რომელიც ზაზას არაერთხელ ჰყავს დაჩაგრული, ქართველ ცენტრს ჭიდაობის ილეთი ჩაუტარა. გორტატის უხეშობის შემდეგ ფაჩულია წაიქცა და თანაგუნდელ კევინ დიურანტს მარცხენა მუხლზე დაეჯახა VIDEO. 2014 წლის ნბა-ს MVP დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამით დასრულდა დიურანტის 562-მატჩიანი სერია, რომლის განმავლობაშიც თითოეულში მინიმუმ 10 ქულა ჰქონდა მოგროვებული. დიურანტი დღეს მუხლის გამოკვლევას ჩაიტარებს და მისი ტრავმის სიმძიმე ცნობილი გახდება.
ფაჩულიას და გორტატის დუელი კი გაგრძელდა. პოლონელმა ცენტრმა 12 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მან ზაზაზე 5 წუთით მეტი ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გოლდენსტეიტელთაგან საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დაფიქსირა, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. კლეი ტომპსონმა ოკლენდურ გუნდს 16 ქულა შესძინა. გამარჯვებულებს ბრედლი ბილმა ულიდერა 25 ქულით, ხოლო ჯონ უოლმა 12 ქულასთან ერთად 19 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
აღმოსავლური ტურნის ფარგლებში „გოლდენ სტეიტი“ მომდევნო მატჩს ჩიკაგოში, 3 მარტს, „ბულსთან“ ჩაატარებს.
GBF.GE