ფაჩულიას 13 მოხსნა და საშინაო მარცხი ოკლაჰომასთან
ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 3 ქულა დააკლდა. ქართველ ცენტრს ნბა-ს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრის, სერჟ იბაკას წინააღმდეგ უწევდა თამაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა “ოკლაჰომას” მილუოკიში გამარჯვებაში. ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა ფაჩულიას გუნდი სტუმრად 92:79 დაამარცხა.
რასელ ვესტბრუკმა 26 ქულა მოაგროვა, კევინ დურანტმა – 24, იბაკამ კი 15 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა, რითაც მილუოკელებს წარმატების შანსი არ მისცა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 36,40 წუთი დაჰყო. ფაჩულია ბოლო მატჩებში ბევრს უტევს, თუმცა მაღალი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა. ამჯერად მისი 13 სროლიდან მიზანს 3-მა მიაღწია. ზაზამ 1 საჯარიმოც ჩააგდო და შეხვედრა 7 ქულით, 13 მოხსნით, 3 პასით და 2 ჩაჭრით დაასრულა.
მილუოკელები მთელი პირველი ტაიმი ტოლს არ უდებდნენ ძლიერ მეტოქეს. დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი – 40:40 იყო, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდები ოკლაჰომელებმა ჯამში 13 ქულით მოიგეს და საბოლოოდ დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
2 მოგება და 7 წაგება მილუოკელთათვის დივიზიონში ბოლო, მე-5 ადგილის ტოლფასია. მომდევნო მატჩი “ირმებს” 20 ნოემბერს, შინ, “პორტლენდთან” ელით.
GBF.GE