ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება “დენვერთან”

თარიღი: თებერვალი 21, 2015

ოლ სტარის კვირეულის შემდეგ საქმეში ნბა-ს კლუბებიც დაბრუნდნენ. 20 თებერვალს გამართულ 13 მატჩს შორის „მილუოკისა“ და „დენვერის“ შეხვედრაც იყო, რომელშიც ზაზა ფაჩულიამ 30 წუთი ითამაშა და მის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. „ხარირმებმა“ „დენვერი“ 89:81 დაამარცხეს.

„მილუოკის“ გამარჯვება უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. უფრო ამ გუნდის მარცხი უნდა გაგვიკვირდეს, იმდენად დალაგებულად და შედეგიანად თამაშობენ მილუოკელები. მართალია, მორიგი მეტოქე დასავლელი აუტსაიდერი იყო, თუმცა ნებისმიერი გუნდის ძლევა ძალთა მაქსიმალურ მობილიზების გარეშე არ მიიღწევა.

„მილუოკიში“ საოლსტარო უიკენდზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გუნდი დატოვა ბომბარდირმა ბრენდონ ნაითმა, კენიონ მარტინმა და კენდალ მარშალმა. ამათ ნაცვლად ვისკონსინელებმა მაიკლ კარტერ-უილიამსი, ფაჩულიას კონკურენტი მაილს პლამლი და ტაილერ ენისი შეიმატეს. უილიამსი გასულ, 20013-14 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედა და უდიდესი პოტენციალის გამთამაშებელია.

ამ 3 ახალწვეულიდან „დენვერის“ წინააღმდეგ მხოლოდ ენისმა ითამაშა და 18 წუთში 4 ქულა მოაგროვა. კარტერ-უილიამსს და პლამლის არ უთამაშიათ. ეს უკანასკნელი „ფინიქს სანსში“ მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.6 წუთს თამაშობდა, შესაბამისად 4.3 ქულას, 5.1 მოხსნას და 1 დაფარებას ითვლიდა. მისი ძმა მეისონ პლამლი უფრო ყოჩაღი ბიჭია, რომელიც საკუთარ ილაჯს „ბრუკლინ ნეთსს“ ახმარს.

„დენვერთან“ მატჩში ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ჯონ ჰენსონი გახლდათ, რომელმაც 18 წუთში 14 ქულა და 4 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ 30 წუთი ითამაშა და 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად ზაზამ 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. მილუოკელებმა გუნდური სულისკვეთებით ითამაშეს. მოედანზე გამოსული 9 კალათბურთელიდან 6-მა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, თუმცა არც ერთ მათგანს 15 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია.

31 მოგებითა და 23 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ „ვაშინგტონამდე“ მცირედიღა აშორებს. დედაქალაქურ გუნდს 33 მოგება და 22 მარცხი აქვს. მორიგი შეხვედრა „მილუოკის“ ფაჩულიას ყოფილ გუნდ „ატლანტასთან“ 22 თებერვალს, შინაურ არენაზე ელის.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა