ფაჩულიას ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი ინდიანასთან
ზაზა ფაჩულიას მორიგი გაბრწყინება ნბა-ში, რომელიც სამწუხაროდ, გამარჯვებით ვერ დაგვირგვინდა. ქართველმა ცენტრმა „ინდიანა პეიზერსთან“ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა მისი გუნდი ბრძოლაში, ბოლო წუთებზე დამარცხდა ინდიანელებთან –91:94.
„მილუოკი“ ტრადიციას არ ღალატობს და მოგებას მარცხს უნაცვლებს. წინა შეხვედრაში ფაჩულიას გუნდმა სტუმრად „კლივლენდი“ დაამარცხა, დღე კი ცხრილი მასზე 3 საფეხურით დაბლა მყოფ „ინდიანათან“ შინ დამარცხდა. მილუოკელები ბოლო მეოთხედის წინ 68:66 იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მობილიზება მოახერხეს და დაასკვნითი 12-წუთეულის 28:23 მოგებით საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.
ფაჩულია სატარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა – 12 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. ზაზას მოედანზე ყოფნის პერიოდში ბურთი არ დაუკარგავს და თან აღნიშნულ 25 წუთშ „მილუოკიმ“ 10 ქულით დაჯაბნა „ინდიანა“. ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ხეირიანად ვერ აუბეს და „ბაქსმა“ მიმდინარე სეზონში მე-17 მარცხი განიცადა.
ზაზამ შეუცდომლად ესროლა საჯარიმოები (4-დან 4), ხოლო საშუალო დისტანციიდან 10-დან 4 ტყორცნა ჩააგდო. ფაჩულიას ოპონენტმა, ინდიანელთა ცენტრმა როი ჰიბერტმა 18 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა არა პასით, არა ჩაჭრით, არა დაფერებითა და 3 დაკარგვით. ზაზას დარად ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ჯონ ჰენსონს, ხოლო ბომბარდირი ტრადიციულად ბრენდონ ნაითი გადა 21 ქულით, რასაც 7 პასიც მოაყოლა.
17-17 მოგებ-წაგებით „მილუოკი“ აღმოსავლეთში ისევ მე-6 ადგილზეა. 4 იანვარს ფაჩულიას გუნდი „მედისონ სკვერ გარდენში“ „ნიუ იორკს“ ეთამაშება.
gbf.ge