ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მატჩი: 15 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და გამარჯვება ბრუკლინში (ვიდეო)

თარიღი: დეკემბერი 23, 2016

ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მატჩი „გოლდენ სტეიტში“. ნბა-ს ლიდერი ოკლენდური გუნდის ქართველმა ცენტრმა სეზონის მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა და „უორიორსს“ გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.

„გოლდენ სტეიტი“ ძირითადი ხუთეულის დაცვის ბურჯის – დრეიმონდ გრინის გარეშე თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ ბრუკლინში „ნეთსთან“ 16 ქულით აგებდა. ოკლენდელები სავარაუდოდ უფრო მეტითაც წააგებდნენ, ფაჩულიას შედეგიანად რომ არ ეთამაშა. ქართველ ცენტრს პირველ ტაიმში დათმობილ 10 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მოპოვებული და თავის გუნდში ეს შედეგი საუკეთესო გახლდათ.

ზაზას უშუალო ოპონენტ ბრუკ ლოპესს, რომელიც ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრად ითვლება, პირველ ტაიმში უკეთესო სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ქართველ მეფარესთან ფარქვეშ ბრძოლას გაურბოდა. ლოპესი სამწამიანში ფაჩულიას დარად შედეგიანი არ იყო და ხშირად ადიოდა პერიმეტრზე. ლოპესმა პირველ ტაიმში 3 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი შორი დისტანციიდან 9-და 4 სამიანი მიითვალა. ბრუკ ლოპესმა საბოლოოდ 28 ქულა დააგროვა, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ 5 მიითვალა და მისმა გუნდმა წააგო.

რაც შეეხება ზაზას, ის ფარქვეშეთის ბატონ-პატრონი იყო და საბოლოოდ 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი საუკეთესო შედეგია „გოლდენ სტეიტში“. ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ქულებშიც, რომელმაც 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში 15 ქულა მოაგროვა და ამას ზედ 4 პასიც მოაყოლა. მთლიანობაში ზაზამ 26 წუთი ითამაშა (ესეც სეზონის მაქსიმუმია) და 15 ქულას, 14 მოხსნას და 4 მოხსნას 1 დაფარებაც მიაბა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ოკლენდელებმა მასპინძლები წელში მესამე პერიოდში გატეხეს, რომელიც 39:19 მოიგეს და დასკვნით მეოთხედში საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს. 117:101 და „გოლდენ სტეიტი“ კვლავ ნბა-ს ლიდერია. ზაზასთან ერთად ოკლენდელთაგან კევინ დიურანტი (26 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი) და კლეი ტომპსონი (23 ქულა) გამოირჩნენ. სტეფ კარიმ ქართველი ცენტრის მსგავსად 15 ქულა მოაგროვა.

26 მოგებითა და 4 მარცხით ოკლენდელები ნბა-ს ლიდერობენ. გასვლითი ტურის მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 24 დეკემბერს დეტროიტში, „პისტონსთან“ ელის. შობა ღამეს კი „გოლდენ სტეიტი“ კლივლენდში, მოქმედ ჩემპიონ „კლივლენდთან“ ითამაშებს.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“ფორბსმა” 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ათეულს ჩოგბურთის ლ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ქართველი კაცი საქართველოს სახელით რომ გამოდის, ძალიან საშიში კაცი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ unguarded_bball-თან იმ ფაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოეხმაურა ჯიმი ბატლერი გერმანიის ბუნდესლიგის განახლებას (ფოტო)

16 მაისს გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. ბუნდესლიგა ევროპის ტოპ 5 ლიგიდან პირველია, რომელმაც კორონავირუსის ეპოქაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანასტასია სიდორაკი – ულამაზესი კალათბურთელი უკრაინიდან (ფოტო)

ანასტასია სიდორაკი უკრაინელი კალათბურთელია, რომელიც “ფრანკოვსკას” რიგებში თამაშობს. იხილეთ მისი ფოტოები...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “რეალში” ტრანსფერს უახლოვდება

ესპანური გამოცემები ბოლო დროს აქტიურად იწერებიან “ბასკონიას” ქართველი ვარსკვლავის, თორნიკე შენგელიას, შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ქართველი...
წაკითხვა
კალათბურთი

ტონი პარკერი 2023 წელს ფრანგული საფეხბურთო გრანდის პრეზიდენტი გახდება

“სან-ანტონიო სპურსისა” და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ყოფილ გამთამაშებელ ტონი პარკერს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. როგორც […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვან დეიკი ლებრონ ჯეიმსის პოსტს გამოეხმაურა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სეზონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილი სპორტსმენები მძიმე ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ (ფოტო)

რონალდო (ფეხბურთელი) რაიან მეისონი (ფეხბურთელი) ლინდსი ვონი (სამთო მოთხილამურე) ანხელ კორეა (ფეხბურთელი) ხუანფრანი (ფეხბურთელი) ფელიპე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ფაჩულია ბითაძეს: “შენ ამას 100 წელი არ იტყვი, ამიტომ შენ მაგივრად მე ვიტყვი…&#

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში “ინდიანა პეისერსის” ცენტრ გოგა ბითაძესთან [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა