ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მატჩი: 17 ქულა, 13 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი

თარიღი: მარტი 19, 2014

ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი „პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან“ გასვლით მატჩში. „მილუოკი ბაქსის“ ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ზაზას შთამბეჭდავ თამაშს ბრწყინვალებას ოდნავ უკარგავს მილუოკელთა დამარცხება. 

„ხარირმებმა“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მთელი თამაშის მანძილზე არ ჩამორჩებოდნენ და ბოლო წამებზე რომ გამართლებოდათ, გაიმარჯვებდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 98:98 დასრულდა, დამატებით ხუთწუთეულში კი მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – 120:115.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 37 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულას ფაჩულიამ 13 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. 24 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მილუოკელთა გამთამაშებელ ბრენდონ ნაითს, რამონ სეშენსმა კი შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. ფაჩულიას პორტლენდელმა ოპონენტმა, რობინ ლოპესმა 15 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

მილუოკელთაგან ყველაზე სასარგებლო კალათბურთელად ფაჩულია დასახელდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-3 ორმაგი დუბლი მოაგროვა. პირველი ორმაგი ზაზამ სეზონის პირველსავე მატჩში, 30 ოქტომბერს – „ნიუ იორკთან“ (13 ქულა, 11 მოხსნა) გაიფორმა, ხოლო მეორე, 8 თებერვალს – „ჰიუსტონთან“ (12 ქულა, 10 მოხსნა). აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში მოგროვებული 4 ჩაჭრა ზაზასთვის მიმდინარე სეზონში სარეკორდოა, ხოლო 13 მოხსნა საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

4-მატჩიანი დასავლური ტურნის მორიგ შეხვედრას „მილუოკი“ 20 მარტს ოკლენდში, „გოლდენ სტეიტთან“ გამართავს.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა

NBA-ის ვარსკვლავს, “ბრუკლინ ნეტსის” კალათბურთელ კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 31 წლის სპორტსმენი “ბრუკლინ ნეტსის” იმ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორონავირუსის შემთხვევა “რეალშიც” დადასტურდა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს COVID-19 ტიპის კორონავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ნაციონალურმა საკალათბურთო აოსციაციამ სეზონი შეაჩერა

მსოფლიოში კორონავირუსი სახელად COVID-19 მძვინვარებს. პანდემიის ხასიათის მიღების შემდეგ დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანა პარალიზების რეჟიმზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ბოლო წამზე და გამარჯვება ევროლიგაში (ვიდეო)

6 მარტს, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგაში გერმანულ “ალბას” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში, 73:72 დაამარცხ...
წაკითხვა
კალათბურთი

თად მაკფადენი: “ევროპაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თად მაკფადენმა სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 2021 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა: “ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სერბეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილმა “სეტონ ჰოლს” ბოლო წამზე მოაგებინა – ემოციური კომენ

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ზედიზედ ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “ბატლერს” უმასპინძლა და მეტოქე 74:72 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სამქულიანების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დევის ბერტანსმა, დევინ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჩატენვების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში ჩატენვების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აარონ გორდონმა, დერიკ […]...
წაკითხვა