ფაგნერის რეაქცია, როცა ის ბრაზილიის ნაკრების 23-კაციან შემადგენლობაში მოხვდა

თარიღი: მაისი 15, 2018

14 მაისს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისათვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

“სელესაოს” განაცხადში “კორინთიასის” მარჯვენა მცველი, ფაგნერი მოხვდა. ფაგნერი 28 წლისაა და მას კარიერის უმეტესი ნაწილი ბრაზილიის ჩემპიონატში აქვს გატარებული. 2007-08 წლების სეზონში, ის “პსვ ეინდჰოვენში” გამოდიოდა, ხოლო 2012-2014 წლებში “ვოლფსბურგის” ღირსებას იცავდა. მას ეროვნული ნაკრების მაისურით 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფაგნერი ბრაზილიელთა შემადგენლობის დასახელების პროცესს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უყურებდა.

მსგავსი სიახლეები