ფალკაო გოლის გატანას “ლესტერთან” გეგმავს
“მანჩესტერ იუნაიტედის” კოლუმბიელი ფორვარდი, რადამელ ფალკაო, რომელიც კლუბს იჯარის წესით “მონაკოდან” შეუერთდა მოხარულია “ოლდ ტრაფორდზე” დებიუტით.
“შესანიშნავი გრძნობაა “ოლდ ტრაფორდზე” დებიუტი.”
“ეს ექსტრაორდინალური სტადიონია, ლეგენდარული სტადიონია და მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ. ამ მომენტისგანაც სიამოვნებას მივიღებ.”
გამოჩენიდან 15 წუთის შემდეგ ფალკაომ თითქმის გაიტანა თავისი სადებიუტო და “იუნაიტედის” მე-5 გოლი კონკრეტულ შეხვედრაში.
“მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. დახვედრით ძალიან ვისიამოვნე. ეს ფანტასტიკური იყო.”
“თითქმის გავიტანე. მეკარე კარგი იყო. იმედი მაქვს მომდევნო თამაშში გავიტან.”
მაშინ, როცა დი მარია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს ამტკიცებს, ბლინდი და როხო სადებიუტო შეხვედრას ბრწყინვალედ ატარებენ.
ფალკაოს აზრით “იუნაიტედის” 6 შენაძენი დრო და დრო სულ უფრო უკეთ ათამაშდება.
“თანდათან გუნდად შევიკრებით და მოთამაშეებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ.”
“იმედი მაქვს ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც კვირას.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/